Georgian Professional
Massage Association
შემოუერთდი საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციას!
საქართველოში პირველ და წამყვან ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საუკეთესო სპეციალისტებს ერთიან პროფესიონალურ გუნდში. ჩვენთან ერთად აიმაღლებთ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს, მიიღებთ წვდომას ექსკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროფესიულ მხარდაჭერას და კარიერის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს!
10
წელია
ბაზარზე
112
წევრი
23
სასწავლო
პროგრამა
980
გადამზადდნენ
ჩვენს შესახებ
2014 წელს პირველად საქართველოში დაარსდა საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაცია (სპმა) დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტების მიერ: ნიკოლოზ ავალიანი, ლია ავალიანი, ხათუნა ურუშაძე, რუსუდან მერმანიშვილი.
მის ჩამოყალიბებასა და დაფუძნებას წინ უძღვოდა სპეციალისტთა ჯგუფის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობა მრავალი მიმართულებით.
ასოციაციის ძირითადი მიმართულებები და ტენდენციები:
- მასაჟის, როგორც მკურნალობისა და რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი მეთოდის განვითარება საქართველოში კანონით დადგენილი წესით;
- მასაჟის რესპუბლიკური სამსახურის შექმნა და მეთოდური ხელმძღვანელობა;
- ფართო საზოგადოების დაინტერესება მასაჟით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
- მასაჟისტების უწყვეტი სწავლების უზრუნველყოფა და პროფესიონალური დონის ამაღლება (სიახლეების მიწოდება, მასტერ-კლასები, სემინარები, ტრენინგები, გადამზადება, საკვალიფიკაციო გამოცდები, შეჯიბრებები);
- მასაჟის შემსწავლელი სკოლების ჩამოყალიბება, სადაც სწავლება წარიმართება ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით;
- დასაქმების შესაძლებლობების მრავალფეროვნების გაზრდა;
- მასაჟისტთა სტატუსის და საქმიანობის იურიდიული დაცვის ხელშეწყობა;
- რეგულაციების გაზრდის პოტენციური შესაძლებლობები.
ჩვენს მიერ ორგანიზებულია საერთაშორისო და საქართველოში პირველი ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში, რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენცია და ფორუმი. მუდმივად ვიწვევთ სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვან სპეციალისტებს სემინარების ჩასატარებლად, ასევე ჩვენი სპეციალისტები მონაწილეობენ გასვლით სწავლებაზე და მსაჯებად ჩემპიონატებში სხვადასხვა ქვეყნებში (იტალია, საბერძნეთი, სასომხეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, უკრაინა, და სხვა).
დაარსების დღიდან დღემდე მასაჟისტთა ცოდნის დონის ასამაღლებლად და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით ასოციაციის ეგიდით ტარდება თეორიულ-პრაქტიკული სემინარები და მასტერ-კლასები, მუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია და ლიმფის მანუალური დრენაჟი“, რომელსაც 2016 წლის ნოემბერში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიანიჭა აკრედიტაცია.
ასოციაციის სპეციალისტების მიერ მომზადდა და მზადების პროცესშია მეთოდური სახელმძღვანელოები.
2023 წელს ასოციაციის დამფუძნებელი წარდგენილი იყო დარგის ექსპერტად გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მასაჟისტის პროფესიის სტანდარტის და მასაჟისტის პროფესიული სგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების პროექტში, რომელიც წარმატებით განხორციელდა და ასოციაციის ძალისხმევით მასაჟი მომსახურების სფეროდან გადავიდა ჯანდაცვის სფეროში.
ასოციაცია არის ევრაზიის მასაჟის კონფედერაციის წევრი.
დამფუძნებლები
ნიკოლოზ ავალიანი
მედცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ექიმი-რეაბილიტოლოგი
საქართველოში სამედიცინო მასაჟისა და მანუალური თერაპიის მიმართულების ფუძემდებელი. 1994 წელს სამედიცინო მასაჟის სკოლა “ავანი”- ის დამფუძნებელი
ხათუნა ურუშაძე
ექიმი თერაპევტი, ექიმი რეფლექსთ/ერაპევტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს აკუპუნქტურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის დამფუძნებელი, isprm.org სრულუფლებიანი წევრის საქართველოს სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტის მედიცინის ეროვნულ ასოციაციის მმართველი ორგანოს წარმომადგენელი, საერთაშორისო მსაჯი და ტრენერი
რუსუდან მერმანიშვილი
ექიმი
1986 წლიდან დააარსა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი, ხოლო 2006 წლიდან ხელმძღვანელობს რეაბილიტაციის ცენტრ "აურა პლიუსი"
2014 წლიდან საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის დამფუძნებელი (ლია ავალიანთან და ხათუნა ურუშაძესთან ერთად) - პრეზიდენტი
ლია ავალიანი
ექიმი რეაბილიტოლოგი
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის წამყვანი სპეციალისტი. 1994 წლიდან სამედიცინო მასაჟის სკოლა “ავანი”-ის დამფუძნებელი. 2014 წლიდან საქართველოს პროფესიული მასაჟის ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი
წევრობა
ასოციაციის წევრების უფლებები და მოვალეობები
— მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის საქმიანობის მართვის განხილვაში;
— ასოციაციის მხრიდან მიიღონ მხარდაჭერა ნებისმიერ საკითხში, რაც ეხება პროფესიულ და კარიერულ ზრდას;
— მიიღონ ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
— ასოციაციის სხვა წევრებთან ერთად, ისარგებლონ ასოციაციის მიერ გაწეული მომსახურებით წევრებისათვის განკუთვნილი შეღავათით;
— აირჩნენ და აირჩიონ ასოციაციის მმართველ ორგანოებში საპატიო წევრებად;
— ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე — ფორუმი, კონფერენცია, ფესტივალი, ჩემპიონატი, სემინარი და სხვ., მიიღონ დადგენილი ფასდაკლება.
— მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის საქმიანობაში, მის მიერ გამართულ ღონისძიებებში, ასოციაციის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში, დაფინანსებასა და დაკრედიტებაში;
— შეზღუდვების გარეშე მიუთითონ თავიანთი კავშირი ასოციაციასთან;
— თავისუფლად დატოვონ ასოციაცია;
— მორალური, ეთიკური, სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.
— დროულად ახორციელებენ საწევრო შენატანს ;
— ყველა შესაძლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა მასაჟის ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში
— არ აჟღერებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
— მონაწილეობას იღებენ კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლის გარეშეც ასოციაცია ვერ განაგრძობს საქმიანობას კანონით დადგენილი წესით, თუ მათი მონაწილეობა აუცილებელია ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად;
— არ ჩადიან ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ასოციაციისათვის ზიანის მიყენებას;
— არ ჩადიან ისეთი ქმედებებს (უმოქმედობა), რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის იმ მიზნების მიღწევას, რისთვისაც შეიქმნა ასოციაცია;
— ასრულებენ ამ წესდების მოთხოვნებს, ადგილობრივ დებულებებს, რომლებიც მიღებულია ასოციაციის მმართველი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.
— GPMA მიერ ღონისძიებების ჩატარებისას ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში
— ასოციაციაში გაწევრიანების მიზანშეწონილობის პოზიციონირება კოლეგებსა და სტუდენტებს შორის
1. მორალური, ეთიკური, სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.
2. GPMA წარმომადგენლობის გახსნის შესაძლებლობა რეგიონებში
3. დახმარება კომპანიის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში შეღავათიანი პირობებით.
4. GPMA-ის ლოგოს გამოყენების შესაძლებლობა (წინასწარ შეთანხმებით).
5. რიგ ღონისძიებებზე, რომლებსაც ასოციაცია ატარებს ( ფორუმი, კონფერენცია, ფესტივალი, ჩემპიონატი და სხვ.) ორგანიზაციის ხელმძღვანელის უფასო მონაწილეობა თემატიკის და ფორმატის გათვალისწინებით წინასწარი შეთანხმებით . გამონაკლისია — მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული სემინარები.
6. ასოციაციის წევრ-ორგანიზაციების თანამშრომლების შეღავათიანი პირობებით მონაწილეობა პ.5 გაწერილ ღონისძიებებში
7. ყველა შესაძლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა მასაჟის ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში
8.ორგანიზაციის მოხსენიების შესაძლებლობა, როგორც GPMA პარტნიორი-ორგანიზაციის — ვებ-გვერდზე, მასმედიაში, ბანერებზე და სხვა სარეკლამო პროდუქციაზე ; ორგანიზაციის ლოგოს განთავსება ასოციაციის სარეკლამო პროდუქციაზე
9. ყველა იმ სახელმწიფო პროგრამებში, რომლებშიდაც GPMA არის ჩართული, ორგანიზაციის პრიორიტეტული ინფორმირება და ერთობლივი მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე
10. ერთობლივად სამომავლო გეგმების დასახვა
11. ასოციაციის წევრ-ორგანიზაციის დახმარება და მხარდაჭერა ყველა მიმდინარე საკითხებში, საჭიროების შემთხვევაში.
12.ასოციაციაში გაწევრიანების მიზანშეწონილობის პოზიციონირება თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის
13. GPMA მიერ ღონისძიებების ჩატარებისას ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში
14. ასოციაციის საქმიანობაზე სწორი ინფორმირება, ასოციაციის მოხსენიება სოცმედიაში და სხვა საჯარო ღონისძიებებში ასოციაციის პოლიტიკის კონტექსტში და გათვალისწინებით
15. მონაწილეობის მიღება იმ ღონისძიებებში, რასაც ასოციაცია აორგანიზებს ორგანიზაციის თანამშრომლების/სტუდენტების ჩართულობით .
16. მონაწილეობის მიღება (მსჯელობა, დისკუსია) ასოციაციის მიმდინარე საკითხების და სამომავლო გეგმების დასახვისას.
17. ერთობლივი ტრენინგების, სემინარების , მასტერკლასების ჩატარება წინასწარი დასახული გეგმით მასაჟისტების კვალიფიკაციის ამაღლების და დახელოვნების მიზნით
18. საწევრო გადასახადის დროულად დაფარვა
19. თავისუფლად დატოვება ასოციაციის რიგების სურვილის შემთხვევაში;
* პირველადი გაწევრიანების საფასურია 50₾ კერძო პირისათვის და 100₾ იურიდიული პირისათვის (ერთჯერადად), შემდგომში იხდით მხოლოდ საწევროს გადასახადს( წლიურად) — შესაბამისად 180₾ ფიზიკური პირი და 500₾ იურიდიული პირი.
იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საწევროს გადახდის წყვეტა, გაწევრიანების საფასური 50₾/100₾ თავიდან იხდება
✅ თქვენ უნდა გამოგზავნოთ თქვენი CV ფოსტაზე Gpma2014@gmail.com
✅ შემდეგ უნდა ჩარიცხოთ ასოციაციის ანგარიშზე (GE29TB7960836020100003 — TBC ბანკი) შესაბამისი თანხა
(1წლის საფასური — 230₾ კერძო პირი ან 600₾ იურიდიული პირი)
✅ გადახდის ქვითარი იგზავნება ჩვენ ფოსტაზე
✅ თქვენ გეძლევათ ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი საბუთი და შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა პრივილეგიით
✅ გაწევრიანება შესაძლებელია სხვა თვეებშიც. ყველა შემთხვევაში 1 წლის საწევრო იფარება
გისურვებთ წარმატებას!
სემინარები, ტრენინგები
სასურველი ტრენინგის მისაღებად შეავსეთ ქვემოთ მითითებული ფორმა. ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში და გამოგიგზავნით ინვოისს თქვენს ელ. ფოსტაზე
მოდულების შემსწავლელი პროგრამა | კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა |
1. პაციენტის/ კლიენტის მდგომარეობის შეფასება | 1. სახის ანატომია და სახისა და კისრის მიდამოების კოსმეტიკური და სამკურნალო მასაჟის ძირითადი პრინციპები |
2. პაციენტის/კლიენტის ინფორმირება და რეკომენდაციების გაცემა | 2. წერტილოვანი მასაჟი — ერთი «მაგიური წერტილი»: One needle one treatment |
3. მასაჟის პროცედურის ორგანიზება | 3. წერტილოვანი მასაჟი — მასაჟისტის პრაქტიკაში აუცილებლად გამოსაყენებელი ბიოლოგიურად აქტიური წერტილები |
4. კლასიკური მასაჟის ჩატარება | 4. აღმოსავლური მედიცინა — მცნება ენერგიის და დღის ენერგეტიკული რეჟიმის შესახებ: ე.წ. «ჩინური საათი»-ს პრინციპები |
5. სამკურნალო მასაჟის ჩატარება | 5. რეფლექსოლოგია |
6. სპორტული მასაჟის ჩატარება | 6. მასაჟი ლაქტოსტაზის დროს |
7. ჩვილ ბავშვთა მასაჟის ჩატარება | 7. წელის ტკივილის მართვა |
8. პრევენციული (პროფილაქტიკური) სარელაქსაციო მასაჟის ჩატარება | 8. მოზარდთა ტანდეგობის გამოკვლევის კრიტერიუმები |
9. სხეულის მოვლის/სპა და მასთან დაკავშირებული აპარატული პროცედურების ჩატარება | 9. სქოლიოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდიკები |
10. პირველადი გადაუდებელი დახმარება | 10. მენჯ-ბარძაყის სახსრის მკურნალობის მეთოდიკები |
11. უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა | 11. ჩვილ ბავშვთა მასაჟის ჩატარების თავისებურებები |