3 ჯადოსნური დღე მასაჟისა და რეაბილიტაციის სამყაროში!

შემოგვიერთდით გამორჩეულ ღონისძიებაზე, რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილიდან, საქართველოში აერთიანებს: ექსპერტებს, ენთუზიასტებსა და პროფესიონალებს. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები ეროვნულ და ევრაზიის ჩემპიონატზე, ეზიარეთ ახალ, თანამედროვე და საინტერესო ინფორმაციასა და ტექნიკებს ფორუმზე, ვორქშოფებსა და საერთაშორისო კონფერენციაზე.

ღონისძიების ფორმატი

ექსკურსია

12.10.2024
თბილისისა, მისი შემოგარენის, ასევე საქართველოს უძველესი დედაქალაქის, მცხეთის მშვენიერების გაცნობა ქალაქის დღეს- მცხეთობას❗თქვენ გიმასპინძლებთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გიდი, რომელიც ფლობს8 ენას. მაგრამ ჩვენ მეგობრიბის ენაზეც ვისაუბრებთ ❗

II საქართველოს ეროვნული და VII ევრაზიის ჩემპიონატი

13.10.2024
გავაცნოთ შენი მასაჟის ხელოვნება ევრაზიას, გახდი ამ ჩემპიონატის პრიზიორი, მოიპოვე მონაწილეობა ევრაზიის ფინალში (თარიღს შეგატყობინებთ) და იბრძოლე სოლიდური საპრიზო ჯილდოსთვის❗

ფორუმი

14.10.2024
ჩაერთეთ წამახალისებელ დისკუსიებში წამყვან ექსპერტებთან ერთად. გაუზიარეთ შეხედულებები, გამოცდილებები და უახლესი მიღწევები რეაბილიტაციის სფეროში.

ვორქშოფი

14.10.2024
მიიღეთ მონაწილეობა პრაქტიკულ სესიებში, რომლებიც გაგიღრმავებთ ცოდნას და უნარებს. ისწავლეთ ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალებისგან და მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს პრაქტიკას.

საერთაშორისო კონფერენცია

14.10.2024
«ინტერდისციპლინარული გამოწვევები რეაბილიტაციაში» - აღმოაჩინეთ უახლესი კვლევები და განვითარებები რეაბილიტაციის სფეროში. გაუმკლავდით რთულ ინტერდისციპლინარულ გამოწვევებს გლობალური პერსპექტივით და თანამშრომლობით.

რატომ უნდა დაესწროთ?

გაგვაცანით თქვენი მასაჟის ხელოვნება, გახდი ამ ჩემპიონატის პრიზიორი, დაჯავშნე მონაწილეობა ევრაზიის ფინალში(თარიღს შეგატყობინებთ) და იბრძოლე სოლიდური საპრიზო ჯილდოსთვის❗

შეხვდით თანამოაზრე პროფესიონალებს და დაამყარეთ მუდმივი კონტაქტები, რომლებიც დაგეხმარებათ პირად და პროფესიულ განვითარებაში.

გაიზიარეთ გამოცდილებები მსოფლიო დონის სპიკერებისა და ტრენერებისგან. იყავით განახლებული მასაჟისა და რეაბილიტაციის უახლესი ტენდენციებითა და ტექნიკებით.

თბილისი, საქართველო

როგორ დაიწყო

2018 წელს ასოციაციის ინიციატივით თბილისში ჩატარდა პირველი საქართველოში საერთაშორისო ღია ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში. ეს ღონისძიება აღმოჩნდა ძალზედ რეზონანსული და ხელი შეუწყო მასაჟის პოპულარიზაციას და მის განვითარებას.
2019 წელს საქართველო გახდა ევრაზიის მასაჟის კონფედერაციის EAMS წევრი და 2024 წლის 12- 14 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს II ეროვნულ და VII ევრაზიის ჩემპიონატს მასაჟის ტექნოლოგიებში .

საქართველოს II ეროვნული და ევრაზიის VII რეგიონალური (საქართველო) ჩემპიონატების დებულება მასაჟის ტექნოლოგიებში

1. ჩემპიონატის ორგანიზება

1.1. ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაცია

1.2. ორგანიზატორი

1.2.1. ორგანიზატორი არის ჩემპიონატის მთავარი მმართველი ორგანო, რომელიც ახორციელებს ღონისძიების ოპერატიულ მართვას და კონტროლს;
1.2.2. ამტკიცებს ჩემპიონატის წესებს და აკონტროლებს მათ შესაბამისობას ჩემპიონატის დებულებასთან;
1.2.3. ამტკიცებს ჩემპიონატის ჟიურის შემადგენლობას;
1.2.4. აქვეყნებს ინფორმაციას ჩემპიონატის შესახებ მედიაში;
1.2.5. უზრუნველყოფს ორგანიზაციულ, ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას ჩემპიონატისა და ჟიურის საქმიანობაში;
1.2.6. აწყობს ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს;
1.2.7. აღრიცხავს ჩემპიონატის შედეგებს.

1.3. ჟიურის შემადგენლობა და ფორმირება

1.3.1. ჟიურის ფორმირება ხდება ჩემპიონატის ორგანიზატორის მოწვევით;
1.3.2. ჟიურის თავმჯდომარეს ნიშნავს ჩემპიონატის ორგანიზატორი;
1.3.3. ჟიური ვალდებულია მიუკერძოებლობის გარეშე და მაქსიმალური ობიექტურობით გამოავლინოს ყველა ნომინაციის გამარჯვებული;
1.3.4. მსაჯების რაოდენობა თითოეულ ნომინაციაში -5.

1.4. ჩემპიონატის ჟიური

1.4.1. აფასებს მონაწილეებს წინასწარ შეჯერებული კრიტერიუმების მიხედვით;
1.4.2. მონაწილეობს ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში.

2. ჩემპიონატის სტრუქტურა:

ეროვნული და ევრაზიის რეგიონული ჩემპიონატები იმართება ერთდროულად;

2.1. ეროვნული ჩემპიონატი ტარდება შემდეგ კატეგორიებში:

— იუნიორები (კლასიკური მასაჟი) — 30 წუთი;
(იუნიორად ითვლება 1 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი);
— სახის მასაჟი — 30 წუთი;
— თავისუფალი ტექნიკა — 40 წუთი;
— ფინალი — 20 წუთი.

ეროვნული ჩემპიონატის ფინალი იქნება კენჭისყრით: აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ფინალში გასული მონაწილეები 20 წუთიანი ქრონომეტრაჟით შეასრულებენ ქვევით ჩამოთვლილ იმ პროგრამას, რაც შეხვდებათ კენჭისყრით:
— სამკურნალო მასაჟი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს;
— SPA მასაჟი;
— სპორტული მასაჟი;
— კლასიკური მასაჟი;
— სახის მასაჟი.

ევრაზიის VII რეგიონული (საქართველო) ჩემპიონატი მასაჟში ტარდება შემდეგ კატეგორიებში:
— სახის მასაჟი — 30 წუთი
— თავისუფალი ტექნიკა — 40 წუთი
— სამკურნალო მასაჟი — 40 წუთი
— ფინალი — 20 წუთი.

ევრაზიის VII რეგიონული (საქართველო) ჩემპიონატი ფინალი იქნება კენჭისყრით:

აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ფინალში გასული მონაწილეები 20 წუთიანი ქრონომეტრაჟით შეასრულებენ ქვევით ჩამოთვლილ იმ პროგრამას, რაც შეხვდებათ კენჭისყრით:
— სამკურნალო მასაჟი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს;
— SPA მასაჟი;
— სპორტული მასაჟი;
— კლასიკური მასაჟი;
— სახის მასაჟი.

2.1.1. თავისუფალი სტილის კატეგორიაში მონაწილეებს შეუძლიათ აჩვენონ მასაჟის ნებისმიერი ტექნიკა, გარდა ეროტიული სტილისა და ასევე, დაუშვებელია თავისუფალი სტილის ნებისმიერ სახეობაში ინტიმური ზონების ზედმეტად გაშიშვლება.

2.2 წარდგენის ეტაპი

2.2.1. მონაწილე თავად განსაზღვრავს კატეგორიას და მიუთითებს მას განაცხადში;
2.2.2. მონაწილეები, რომლებმაც ეროვნულ ჩემპიონატში დაიკავეს 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილები ნებისმიერ ნომინაციაში, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფინალში 2024 წლის ევრაზიის VII რეგიონული აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

3. ჩემპიონატის პირობები

3.1. მონაწილეობის უფლება აქვთ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს;

3.2. ტრენერები და პედაგოგები ჩემპიონატში არ მონაწილეობენ;

3.3. მონაწილეთა რეგისტრაციის ბმული: https://10sn8jm7.forms.app/registration-form-1

3.3.1 მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მონაწილეობის განაცხადის მიხედვით, არაუგვიანეს კონკურსის დაწყებამდე 10 დღით ადრე — 2024 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით;

3.3.2 ნომინაციაში მონაწილეობის რეგისტრაციის საფასურია:

ეროვნული ჩემპიონატი:
— იუნიორები (კლასიკური მასაჟი) — 200 GEL (ასოციაციის წევრებისთვის
150 GEL)
— ერთ ნომინაციაში — 250 GEL (ასოციაციის წევრებისთვის 200 GEL)
— ორ ნომინაციაში — 400 GEL (ასოციაციის წევრებისთვის 350 GEL)

ევრაზიის VII რეგიონული (საქართველო) ჩემპიონატი:
— იუნიორები(კლასიკური მასაჟი)- 180€ (კონფედერაციის წევრი ქვეყნებიდან — 150 €)
— ერთ ნომინაციაში — 200 € (კონფედერაციის წევრი ქვეყნებიდან — 170 €);
— ორ ნომინაციაში — 300 € (კონფედერაციის წევრი ქვეყნებიდან — 250 €)
— სამ ნომინაციაში — 350 € (კონფედერაციის წევრი ქვეყნებიდან — 300 €).

3.3.3. მონაწილე რეგისტრირებულად ითვლება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განაცხადის დამტკიცების და რეგისტრაციის საფასურის გადახდის შემდეგ.

3.4. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება კონსულტაციები და ტრენინგები, რომლებიც ასოციაციის წევრებისთვის იქნება უფასო.
3.5. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას დისკვალიფიკაცია მიანიჭოს კონკურსანტს შემდეგი დარღვევებისთვის: — რეგისტრაციის საფასურის გადაუხდელობა; — სპეციალიზებული განათლების არ ქონა; — განათლების გაყალბებული დოკუმენტები.

3.5.1. მონაწილის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ორგანიზატორი არ აბრუნებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურს;

3.6. ჩემპიონატის მიმდინარეობისას ნებისმიერი ცვლილება განთავსდება ღონისძიების გვერდზე და არა ინდივიდუალური შეტყობინების სახით.

4. მოთხოვნები მოდელების მიმართ

4.1. ქალები და მამაკაცები 18 — დან 55 წლამდე;
4.2. მოდელებს არ უნდა ჰქონდეთ მასაჟის უკუჩვენებები: კანის დაავადებები, ანთებითი პროცესები, კანის მთლიანობის დარღვევა და მრავალრიცხოვანი ნეოპლაზიები;
4.3. კონკურსის წინა კვირაში მოდელებმა თავი უნდა შეიკავონ ინტენსიური კოსმეტიკური პროცედურებისგან (პილინგი, ეპილაცია და ა.შ.);
4.4. ჩემპიონატში მონაწილე მოდელების გარეგნობა უნდა აკმაყოფილებდეს მაყურებლისთვის ღია პლატფორმაზე ჩატარებული შეჯიბრის ესთეტიკურ მოთხოვნებს;
4.5. მოდელებს აუცილებლად უნდა ეცვათ საცურაო კოსტიუმი და ერთჯერადი ჩუსტები;
4.6. აპლიკაციის შევსების ეტაპზე ჩემპიონატის მონაწილემ უნდა მიუთითოს საკუთარი მოდელის არსებობაზე.
4.6.1. მისასალმებელია მოდელად ცნობადი სახეების მოწვევა.
4.6.2. შესაძლებელია საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოდელით უზრუნველყოფა.
4.6.3. ჩემპიონატის დაწყებამდე მოდელები აფორმებენ ხელშეკრულებას ფოტოების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით;
4.6.4. ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაუშვას მოდელის მონაწილეობა, თუ ის არ დააკმაყოფილებს ამ დებულების თუნდაც ერთ პუნქტს

5. ჩემპიონატის ჩატარების წესი და დრო

5.1. მონაწილეთა გარეგნობა

5.1.1. მონაწილეთა გარეგნობა უნდა შეესაბამებოდეს ესთეტიკურ დაჰიგიენურ მოთხოვნებს შესაბამისი უნიფორმის გამოყენებით;
5.1.2. ჩემპიონატის დროს ტერიტორიაზე დაუშვებელია სამკაულების ტარება, დეკოლტე, ასევე, მძაფრი სუნის სუნამოების და ეთერზეთების გამოყენება.

5.2. კონკურსანტის სამუშაო ადგილი

5.2.1. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად თითოეული კონკურსანტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღჭურვილობით — სამუშაო ადგილი, მასაჟის მაგიდა;
5.2.2. საორგანიზაციო კომიტეტი გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ წარმოდგენილი აღჭურვილობა არის სრულიად უსაფრხთო;
5.2.3. აღჭურვილობის დაზიანების შემთხვევაში, მონაწილე იღებს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს დაზიანებული აღჭურვილობის ღირებულება;
5.2.4. კონკურსანტს უფლება აქვს გამოიყენოს საკუთარი აქსესუარები: პირსახოცები, თეთრეული და სხვა ატრიბუტები;
5.2.5. კონკურსის მონაწილეები იღებენ ვალდებულებას დაიცვან უსაფრთხოების წესები;
5.2.6. პროცედურის დასასრულს, თითოეული მონაწილე აწესრიგებს თავის სამუშაო ადგილს;
5.2.7. თითოეულ ცვლას შორის მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთი სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად;
5.2.8. ჟიურის უფლება აქვს ჩამოაჭრას ქულები სამუშაო ადგილის მოუწესრიგებლად დატოვების შემთხვევაში;

5.3. ჩემპიონატის დაწყებამდე იმართება წილისყრა, რომლის დროსაც განაწილდება გამომსვლელების ნომრები

6. ჩემპიონატის მონაწილის შეფასების პროცედურა (კრიტერიუმები):

1. ეთიკა და დელიკატურობა — ქცევის ნორმების ერთობლიობა კლიენტთან მიმართებაში. მოდელის პატივისა და ღირსების დაცვა საჯარო სივრცეში. კლიენტის, მსაჯებისა და გარშემომყოფების მიმართ პატივისცემით განწყობა — 10 ქულა.

2. ესთეტიკა — სამუაშაო გარემოს, მასაჟისტისა და მოდელის თავსებადობა პროგრამის შინაარსთან — 10 ქულა.

3. ერგონომიკა — ოპტიმალური სამუშაო პირობები, პაციენტის და მასაჟისტის სხეულის ბიომექანიკურად სწორად მართვა — 10 ქულა.

4. ოსტატობა და პროფესიონალიზმი — წარმოდგენილი პროგრამის ტექნიკურად, დახვეწილად და თანმიმდევრულად შესრულება, დეკლარირებული ტიპის მასაჟის წესებისა და მოთხოვნების დაცვა დასახული მიზნის მისაღწევად — 15 ქულა.

7. მონაწილეს ქულები დააკლდება შემდეგ შემთხვევებში

1. რეგლამენტის დარღვევა — 2 ქულა;
2. ჰიგიენური ნორმების დარღვევა — 2 ქულა;
3. ზედმეტად გაშიშვლება (ინტიმური ზონები) – 3 ქულა;
4. შეუსაბამობა განაცხადში მითითებულ და ნაჩვენებ ტექნიკებს შორის — 3 ქულა.

8. საავტორო უფლება

8.1. თითოეული მონაწილე ოფიციალურად თანხმდება, რომ ორგანიზატორი და სპონსორები ჩემპიონატთან დაკავშირებული მიზნებისთვის მონაწილესთვის საფასურის გადახდის გარეშე გამოაქვეყნებს ფოტო-ვიდეო მასალას ნებისმიერ პლატფორმაზე:
• ორგანიზატორის, სპონსორების და პარტნიორების ვებ-გვერდებზე და საინფორმაციო რესურსებზე;
• მსგავსი თემატიკის ნებისმიერ ღონისძიებაზე;
• პრესრელიზებში, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას ჩემპიონატის
შესახებ;
• რეკლამის სახით პრესაში.

9. ჩემპიონატის შედეგები და მონაწილეთა დაჯილდოება

9.1. ღონისძიების შედეგები შეჯამდება ჩემპიონატის ბოლოს;
9.1.1. შედეგების მიხედვით დადგინდება პირველი, მეორე, მესამე ადგილები.

9.2. დამატებითი ნომინაციები განისაზღვრება ჟიურის გადაწყვეტილებით:
— ხალხის რჩეული;
— ჩემპიონატის აღმოჩენა;
— საუკეთესო დებიუტი;
— შემოქმედებითი მიდგომა;
— საუკეთესო ეთნო-მასაჟი;
— საუკეთესო თემატური ანტურაჟი;
— ახალგაზრდა SPA მასტერი;
— საუკეთესო გუნდი;
— ჟიურის სპეციალური პრიზი;
— სიბრძნე და გამოცდილება;
— ინოვაციები.

9.3. გამარჯვებულები იღებენ
— ჩემპიონატში მონაწილეობის დამადასტურებელ დიპლომებს;
— პრიზებსა და საჩუქრებს ღონისძიების პარტნიორებისგან;
— საჩუქრებს მსაჯებისგან;

— საჩუქრებს საორგანიზაციო კომიტეტისგან;
— III ადგილისთვის — 30% ფასდაკლება საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის მიერ ჩატარებულ სემინარებზე ნებისმიერ ქვეყანაში;
— II ადგილისთვის — 50% ფასდაკლება საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის მიერ ჩატარებულ სემინარებზე ნებისმიერ ქვეყანაში;
— I ადგილისთვის — უფასო ტრენინგი, საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის მიერ ჩატარებულ სემინარებზე ნებისმიერ ქვეყანაში;
— ევრაზიის VII რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული უფასოდ მიიღებს მონაწილეობას ევრაზიის ჩემპიონატის ფინალში, სოლიდური საპრიზო ფონდით (ქვეყანა და დრო გამოცხადდება დამატებით).

გააგზავნეთ თქვენი განაცხადი

შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში