ინდივიდუალური სერტიფიკაცია

ჩვენ ვთავაზობთ საერთაშორისო პროექტების მართვის ასოციაციის (IPMA) სერტიფიცირებას, რომელიც მსოფლიოში პირველი პროექტის მენეჯმენტის ორგანიზაციაა დაარსებული 1967 წელს. დღესდღეობით IPMA წარმოდგენილია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და სერტიფიცირებულია 250 000-ზე მეტი პროფესიონალი.

სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება CV- ისა და პროექტების განხილვის, სამუშაო შეხვედრებისა და ვორკშოპის მეშვეობით პირისპირ შემფასებლებთან/ასესორებთან. სერტიფიცირების მიღება შესაძლებელია ინგლისურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ / თურქულ ენებზე.

რატომ IPMA სერტიფიკაცია?

პროექტის, პროგრამის და პორტფელის მენეჯმენტის კომპეტენციები სტრატეგიული უპირატესობაა პროფესიონალებისთვის და ორგანიზაციებისთვის. პროექტების მართვა ცოდნით, კომპეტენციების გარეშე, საკმაოდ სარისკოა. კომპეტენციების შეძენა და განვითარება - IPMA სერტიფიკაციის უპირატესობაა.
IPMA სტანდარტი, სახელმძღვანელოები და ტრენინგ კურსები ავითარებენ კომპეტენციებს, ხოლო სერტიფიკაცია - ადასტურებს მათ.


რა არის მართვის კომპეტენციები?

კომპეტენციები არის ცოდნის, უნარების, გამოცდილების და პიროვნული თვისებების ერთობლიობაა, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად


როგორ გავხდეთ IPMA სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერი?

IPMA 4 დონის სერტიფიკაცია


IPMA Level A® – Certified Projects Director/სერტიფიცირებული პროექტების დირექტორი

მოთხოვნები: სულ მცირე 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამების და პორტფოლიოს მართვაში, 3 წლიანი გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის პროგრამების და პორტფოლიოს მართვის კუთხით და 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის კუთხით. (5=3+2).


IPMA Level B® - Certified Senior Project Manager/სერტიფიცირებული უფროსი პროექტების მენეჯერ

მოთხოვნები: პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება: 3 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში და 2 წლიანი გამოცდილება კომპლექსური პროექტების მართვაში.


IPMA Level C® - Certified Project Manager/სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერი

მოთხოვნები: ლიმიტირებული კომპლექსურობის მქონე პროექტების მართვაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

IPMA Level D® - Certified Project Management Specialist/ სერტიფიცირებული პროექტების მენეჯმენტის სპეციალისტი

მოთხოვნები: პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება აუცილებელი არ არის.

სერტიფიკაცია ხორციელდება შემდეგი სტანდარტის მიხედვით: The IPMA Individual Competence Baseline 4th Version (ICB4). შეგიძლიათ შეიძინოთ ან უფასოდ გადმოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან: http://products.ipma.world/ipma-product/icb/

IPMA შესაბამისი დონის იდენტიფიცირებისათვის მოგვწერეთ თქვენი CV და პროექტების სია, ინგლისურ ან რუსულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: ipmageo@gmail.com

ინფორმაცია IPMA შესახებ იხილეთ: www.ipma.world

მეტი ინფორმაციის მისაღებად IPMA 4 დონის სერტიფიკაციის შესახებ (ფასის ჩათვლით) გადადით ბმულზე, ღილაკის მეშვეობით: ipmageo@gmail.com

Scroll to top