სერტიფიცირებული ორგანიზაცია

IPMA DELTA®
IPMA DELTA — UP TO THE NEXT DIMENSION

საერთაშორისო პროექტების მართვის ასოციაციის ორგანიზაციების სერტიფიკაციის მოდელი - IPMA Delta - არის კომპანიების ყველაზე კომპლექსური შეფასება პროექტების მართვის კუთხით: 360 ° პერსპექტივით – 100% დამოუკიდებელი – წინგადადგმული ნაბიჯი


სერტიფიკაციის უპირატესობა კომპანიებისთვის

• საერთაშორისო აღიარება და ცნობადობის ზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
• კონკურენტუნარიანობის ზრდა (ერთისმხრივ ეფექტურობის ზრდით, ხოლო მეორესმხრივ ოფიციალური დასტურით - სერტიფიკაციით)
• ეფექტური პროექტების მართვა (სერტიფიკაციის წინარე კომპეტენციების ზრდის შედეგად).
• პროექტების ხარჯის შემცირება
შედეგად კომპანია იღებს საერთაშორისოდ აღიარებულ IPMA Delta სერტიფიკატს 3 წლის ვადით და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს პროექტების მართვის მეთოდების გაუმჯობესებისათვის.

სერტიფიკაციას ატარებენ უფლებამოსილი IPMA ასესორები. სერტიფიკაცია ტარდება GPMA დახმარებით, შესაბამისად სამუშაო ენებია ქართული, რუსული ანდა ინგლისური.
სერტიფიკაცია ტარდება IPMA ოფიციალური სტანდარტების მიხედვით: IPMA Competence Baseline, IPMA Project Excellence Model and IPMA Organisational Competence Baseline.


სერტიფიკაციის მიზნები და ამოცანები:

• სტანდარტის მიხედვით პროექტების მართვის სისტემების განსაზღვრა ორგანიზაციაში
• ორგანიზაციის ძლიერი და გასაუმჯობესებელი (სუსტი) მზარეების იდენტიფიცირება
• სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და მათი მიღწევის გზების დასახვა
• შიდა შედარებითი ანალიზი - სამუშაოს რომელი კომპონენტებია საუკეთესო და რატომ?
• გარე შედარებითი ანალიზი - ვინ არის საუკეთესო, ჩვენ თუ კონკურენტები და რატომ??
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: ipmageo@gmail.com
Scroll to top