სერტიფიცირებული კონსულტანტი

სერტიფიცირებული პროექტების მართვის კონსულტანტი (Certify PM Consultant)

კონსულტანტებს, რომლებიც პროექტების მართვის კონსალტინგის მიმართულებით მუშაობენ, საერთასორისო პროექტების მართვის ასოციაცია (IPMA) სთავაზობს ორდონიან სერტიფიკაციას და სერტიფიცირებული პროექტების მართვის კონსულტანტის სტატუსს.

სერტიფიკაცია შესაძლებელია ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

სერტიფიცირებული კონსულტანტები - არიან ექსპერტები პროექტების მართვაში, გააჩნიათ კონსულტანტისთვის აუცილებელი უნარები ინდივიდების, გუნდის და მთლიანად ორგანიზაციის პროექტების აქტივობების წარმატებულად შესრულებაში.


კონსულტანტების 2 დონიანი სერტიფიკაცია:

IPMA PMC : IPMA Certified Project Management Consultant / სერტიფიცირებული პროექტების მართვის კონსულტანტი
მოთხოვნები: ბოლო 8 წლის განმავლობაში აქვს სულ მცირე 3 წლის გამოცდილება პროექტების, (ანდა პროგრამების ან პორტფოლიოს) კონსულტანტის რანგში. ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯერის რანგში.
IPMA PPMC : IPMA Certified Programme and Portfolio Management Consultant / სერტიფიცირებული პროგრამის და პორტფოლიო კონსულტანტი
მოთხოვნები: ბოლო 8 წლის განმავლობაში აქვს სულ მცირე 5 წლის გამოცდილება პროექტების კონსალტინგში, აქედან სულ მცირე 2 წლის გამოცდილება პროგრამების და პორტფოლიო კონსალტინგში. ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება კომპლექსური პროექტების მართვაში.


სერტიფიკაციის ბენეფიტები კონსულტანტებისთვის:

• პროფესიონალიზმის საერთაშორისო აღიარება
• მაღალი დონის ცოდნის და უნარების დადასტურება პროექტების, პროგრამების და პორტფოლიოს მართვაში
• საკონსულტაციო სერვისების მიწოდების კომპეტენციების ოფიციალური დადასტურება
უპირატესობა კომპანიებისთვის
• კონსულტანტის მიერ მიწოდებული სერვისების ეფექტურობის და მაღალი ხარისხის გარანტია
• ეთიკური და პროფესიულუ სტანდარტების დაცვის გარანტია

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:
ipmageo@gmail.com

Scroll to top