სერტიფიკაცია

საერთაშორისო პროექტების მართვის ასოციაციის (International Project Management Association (IPMA) სერტიფიკაცია

IPMA ოთხი დონის სერტიფიკაციის პროგრამა მსოფლიოში წამყვანი და პროფესიულად მოთხოვნადია.

2015 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში დაახლოებით 250,000 პროფესიონალი იყო IPMA სერტიფიკატის მფლობელი; თითქმის 75,000 მათგანი "Advanced Competence"-ით პროფესიულად შეფასებული სერთიფიკატის მფლობელია, IPMA 4-L-C ოთხ დონიანი სერტიფიკაციის სისტემის მიხედვით.

სერტიფიკაციის 4 დონე მოიცავს:
IPMA დონე A (სერტიფიცირებული პროექტების დირექტორი), IPMA დონე B (სერტიფიცირებული უფროსი პროექტების მენეჯერი), IPMA დონე C (სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი), IPMA დონე D (ასოცირებული პროექტების მენეჯერი).

აღნიშნული სერტიფიკაცია ერთისმხრივ ეხმარება პროფესიონალს საკუთარი კომპეტენციების წარმოჩენა-განვითარებაში, მეორესმხრივ ის მოთხოვნადია ორგანიზაციის ლიდერების, მენეჯმენტის და დამკვეთების მხრიდან.

IPMA სერტიფიკაციის გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღება შეუძლიათ ინდივიდუალურ პროფესიონალებს, პროექტების მართვის კონსულტანტებს და ორგანიზაციებს.

Scroll to top