ჩვენს შესახებ

საქართველოს პროექტების მართვის ასოციაცია (Georgia Project Management Association (GPMA), ა(ა)იპ, დაფუძნდა 2017 წელს.

ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ცოდნა პროექტების მართვის შესახებ საქართველოში და გავზარდოთ პროექტების მენეჯერების კომპეტენციები, ღონისძიებების, ტრენინგების, საჯარო ლექციების, პროექტების, კვლევების და კონსალტინგის ჩატარების, IPMA 4 დონის სერტიფიკაციის მინიჭებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების (young crew) განვითარების გზით.

ჩვენ ვავრცელებთ საერთაშორისო პროექტების მართვის ასოციაციის (International Project Management Association (IPMA) სტანდარტებს და სერტიფიკაციას ინდივიდუალური პროფესიონალებისთვის, კონსულტანტებისთვის და ორგანიზაციებისთვის.

2018 წლის აპრილში, ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო პროექტების მართვის სოციაციის (IPMA) წევრი.

ჩვენი გუნდი

null

ნინო გორგაძე

აღმასრულებელი დირექტორი ტრენერი

პროექტების მენეჯერი 14 წლიანი გამოცდილებით. პროფესიონალი პროექტების მენეჯერი (PMP). კონსულტანტი და ტრენერი 6 წლიანი გამოცდილებით.

ჯორჯ ვაშინგტონის მაგისტრი პროექტების მენეჯმენტში,  MBA და BBA ხარისხის მფლობელი, თსუ.

ტრენერები და ასესორები

null

იგბალ ბაბაევი

IPMA ასესორი

აზერბაიჯანის პროექტების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი (AzIPMA). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. გააჩნია 20 წელზე მეტი გამოცდილება პროექტების მართვაში, 15 წელზე მეტი გამოცდილება ტრენინგების ჩატარებასა და კონსალტინგში. IPMA პირველი რანგის ასესორი, Level A.

null

პროფ. ჩეტინ ელმასი

IPMA ასესორი, ტრენერი

თურქეთის პროექტების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი (IPMA Turkey). გააჩნია 20 წელზე მეტი გამოცდილება პროექტების მართვაში, 25 წლიანი გამოცდილება ტრენინგების და ლექციების ჩატარებაში. IPMA პორველი რანგის ასესორი.

Scroll to top