პროექტების მართვა

პროექტების მართვა

სრული ტრენინგ კურსი

მიიღეთ საერთაშორისოდ აღიარებული, ორენოვანი სერტიფიკატი.

IPMA Georgia წარმოადგენს IPMA.world ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. IPMA (International Project Management Association) მსოფლიოს 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 1967 წლიდან მუშაობს პროექტების მართვის პროფესიის განვითარებაზე.

კურსი განკუთვნილია მოქმედი და დამწყები პროექტის მენეჯერებისთვის და მათთვის, ვინც ჩართულია ანდა მართავს სხვადასხვა სიდიდის და კომპლექსურობის პროექტებს.

კურსი აგებულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე, მიუყვება IPMA ICB 4.0 და PMBOK 6th მეთოდოლოგიას. ძირითადი გეგმების შედგენა და პროცესების მართვა ისწავლება როგორც სტანდარტული მეთოდოლოგიით (MS Word და Excel), ასევე MS Project 2016-ში.

ტრენინგის თემატიკა
1 შესავალი პროექტის მართვაში – ძირითადი ტერმინოლოგია, პროცესები და სასიცოცხლო ციკლი, პროექტის შეზღუდვები.
2 ინიცირება – პროექტის სწორი დასაწყისი და ინიცირების დოკუმენტაციის შედგენა
3 პროექტის შინაარსი – პროექტის შინაარსის, სამუშაოს აღწერილობის და სამუშაოთა დანაწილების სტრუქტურის (WBS) მომზადება (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
4 პროექტის განრიგი – განტის ჩარტის (Gantt Chart) და ქსელური დიაგრამის მომზადება (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
5 რესურსები და ხარჯები: ადამიანური და მატერიალური რესურსების შეფასება, ხარჯის ბაზისის და ბიუჯეტის შედგენა (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
6 სტეიკჰოლდერები და კომუნიკაციის მართვა – სტეიკჰოლდერების რეესტრის და მატრიცის შედგენა; კომუნიკაციის გეგმის შედგენა
7 რისკების მართვა – რისკების მართვის მატრიცის და გეგმის შედგენა (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
8 გუნდის მართვა – პროექტის გუნდის ფორმირება, განვიტარების ეტაპები, მოტივაცია და ლიდერობა. ადამიანური რესურსის მართვის გეგმის ფორმირება
9 პროექტის იმპლემენტაცია, მინიტორინგი და კონტროლი, ცვლილებების მართვა, დახურვა. (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)

ნინო გორგაძე,

პროფესიონალი პროექტების მენეჯერი (PMP), 15 წლიანი გამოცდილებით პროექტების მართვაში, ჯორჯ ვაშინგტონის ბიზნეს სკოლის მაგიტრი პროექტების მართვაში. IPMA Georgia აღმასრულებელი დირექტორი. სრული პროფაილი იხილეთ აქ: https://www.linkedin.com/in/nino-gorgadze-pmp-7370b36

2019

ტრენინგის განრიგი

პირველი ნაკადი – 26 თებერვალი-29 მარტი

სამშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-22:00/22:30

Scroll to top